მეტლახის, გრანიტის, მარმარილოს, მოზაიკის, ყველა სახის ქვის ფილების იატაკის - აღდგენა, ჩამჯდარი ჭუჭყის ამოყვანა, ნაკაწრების მოშორება, ქიმიური წმენდა და გაპრიალება. პირვანდელი სახის დაბრუნება.
 

კომპანია ''სუფთა სამყარო''-ს ემსახურება გამოცდილი სპეციალისტი, რომელიც სწორედ ამ სფეროში მუშაობდა 12 წლის განმავლობაში აშშ-ის მისურის შტატში. მისი კომპანია ''Clear Service Company - Alpha'' ემსახურებოდა შტატის თითქმის ყველა სასტუმროს, რესტორანს, ოფისს, სავაჭრო ცენტრეს, კლინიკას,  სუპერ და ჰიპერმარკეტს. რაც განაპირობებს ჩვენი კომპანიის ხარისხიან მომსახურებას.  

ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ ჩვენ მიერ შესრულებულ სამუშაოზე.

ჩვენი მიზანია აღვადგინოთ დაზიანებული იატაკი, ამოვიღოთ ყველა სახის ჭუჭყი, გაუკეთოთ პოლირება - გაპრიალება (იატაკი ხდება ბზინვარე), გავაქროთ ნაკაწრები. მომხმარებლის სურვილისამებრ, უზრუნველვყოთ მისი შემდგომი მომსახურება და შესაბამისად, გადავაჭარბოთ კლიენტის მოლოდინს.

''სუფთა სამყარო''–ს პროგრამა მოიცავს: ქვისა და აგურის ფილების, მეტლახის, მოზაიკის, გრანიტისა და მარმარილოსათვის პირვანდელი სახის აღდგენა-გაპრიალებას.

ჩვენი ტექნოლოგია ერთადერთია საქართველოში და არამარტო საქართველოში.

ჩვენი ტექნოლოგია გამოირჩევა იმით, რომ ითვალისწინებს ადამიანის ჯანმრთელობას და ანადგურებს დაავადებების კერას იატაკზე. კარგად მოგეხსენებათ, იატაკი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, დაავადებების, ალერგიის და ბაქტერიების კერა. ჩვენი სითხეები, რომელსაც ვიყენებთ იატაკის მოვლისათვის არ არის მსოფლიო ბაზარზე თავისუფალ მიმოქცევაში ის მხოლოდ ერთეულ კომპანიებს აქვს ექსკლუზივით, რეალიზაციის უფლების გარეშე. ჩვენი მოვლის საშუალებები, როგორც ვთქვით გათვლილია ჯანმრთელობაზეც, ის სრულიად ანადგურებს და სპობს იატაკზე ჩამჯდარ ბაქტერიებს, ვირუსებს და ა.შ. შემდეგ ხდება იატაკის სპეციალური მაპრიალებელი სითხით დამუშავება სადაც მავნე უჯრედების დაბუდება ვეღარ ხდება. იატაკი დაცულია დაზიანებისაგან, მისი სილამაზე განიჭებთ დიდ სიამოვნებას  ამასთანავე ის ხელს ვერ შეუშლის თქვენს ჯანმრთელობას.  მსგავსი შედეგი შეუძლებელია სხვის მიერ. ამ ყველაფერს მხოლოდ ჩვენ ვაკეთებთ. 

      

   

 

   
 
დაბინძურებული
 
გასუფთავებული
 
 
 
 
 
 
 

დაზიანებული

აღდგენილი